ოპტიკის ლაბორატორია


1) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს  ოპტიკის ლაბორატორია, რომელიც ერთჯერადად  10-15 სტუდენტს ემსახურება. ლაბორატორია ხელს უწყობს ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის საბაკალავრო და მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

ოპტიკის ლაბორატორია უზრუნველყოფს ოპტიკური მოვლენების ირგვლივ თეორიული და ექსპერიმენტალური მონაცემების მოძიების, შეგროვების, ანალიზის, სინთეზის, ოპტიკური და ოპტიკურ–ელექტრონული ხელსაწყოების, ფოტომეტრული ხელსაწყოების, ოპტო-სამედიცინო ტექნიკის, ლაზერის, კავშირის ოპტიკური სისტემების, გარემოს დაბინძურების ეკოლოგიური მონიტორინგის კომპლექსური ოპტიკური სისტემების გამოყენების უნარების განვითარებას.








Comments