საგრანტო პროექტი ,,რა იგებს არჩევნებს საქართველოში?"
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რუსლან ბარამიძემ და უნივერსიტეტის მოწვეულმა მასწავლებელმა დოქტორმა მაია ბოლქვაძემ განახორციელეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი ,,რა იგებს არჩევნებს საქართველოში?". ბლოგის საშუალებით ბსუ-ს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი რუსლან ბარამიძე გვიზიარებს კვლევის შედეგებს, აღმოჩენებს და გამოწვევებს.
თქვენ მუშაობდით პროექტზე ,,რა იგებს არჩევნებს საქართველოში?“, მოგვიყევით პროქტის შესახებ
თქვენი კვლევებით, რა მიგნებები გამოიკვეთა?
მეორე, ცვლილება
წარმოადგენდა მთავარ, მომავალი პრეზიდენტების არგუმენტაციის მიზეზს და მიზანს. ცვლილების სურვილის
გამო შეიცვალა წინა ხელისუფლება, ამიტომ საპრეზიდენტო კანდიდატების ტექსტებში
საუბარია სიახლეებზე. ასევე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეფორმებთან ერთად
ყოველთვის იყო ისეთი ცვლილებები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურობაზე აისახებოდა
და ამგვარად მის შემოქმედს დატოვებდა კოლექტიური მეხსიერების ნაწილად. ასე იცვლებოდა
კალენდარი, რომელშიც გაჩნდა რელიგიური დღესასწაულები და უქმე დღეები,
ტრანსფორმირდა ძველი, მნიშვნელოვანი თარიღების დასახელება; ქრებოდა ცალკეული
დღესასწაული და უქმე დღე. კალენდართან ერთად იცვლებოდა ადგილების დასახელებები,
ქრებოდა ძველი და ჩნდებოდა ახალი ძეგლები, რომელიც თავის მხრივ, ახალი რეჟიმის
პირობებში ისევ იცვლებოდა. თუმცა წინასაარჩევნო ტექსტებში ეს ცვლილებები ირიბად,
არაპირდაპირ იყო წარმოდგენილი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა არასასურველი
დისკუსიისგან თავის არიდება.
მესამე, აქტიურად
გამოიყენებოდა ნაცნობი მაგალითები და იქმნებოდა კანდიდატების მათთან თანაზიარობის
განცდა. თითოეული მათგანი ცდილობდა ქართველობასთან, საქართველოსთან ან
მოქალაქეობასთან დაკავშირებული ისეთი თემების გამოყენებას, რომელიც კარგად ნაცნობი
იყო ყველასათვის - სასკოლო კურსებიდან, ფილმებიდან, მედიიდან, ძეგლებიდან,
საფლავებიდან, ყოველდღიურობიდან. არც ერთი მათგანი დიდ დროს არ უთმობდა ამ თემებზე
საუბარს, თუმცა ყოველთვის ასეთი მაგალითები ან სიმბოლოები მსჯელობის ცენტრში იყო
მოქცეული. ეს მაგალითები, ამავდროულად, შერწყმული იყო კანდიდატების პიროვნულ
თვისებებთან, მოქმედებებთან, გეგმებთან, რითაც მიიღწეოდა კანდიდატის
მნიშვნელოვანთან თანაზიარობის განცდა.
მეოთხე, მიმართვებსა
და ტექსტებში დიდი ადგილი ეკავა საუბრებს ჰორიზონტალური ერთიანობის განცდაზე. თითოეული მათგანი
ბევრს საუბრობდა საქართველოზე, ტერიტორიაზე, მის მოსახლეობაზე, მიმდინარე
გამოწვევებზე, კონფლიქტებზე. კანდიდატები სხვადასხვაგვარად აღწერდნენ ამ სივრცის
სიკეთეებს, რომლებიც დროს იყენებდნენ როგორც მარტივ პოზიტიურ, აღფრთოვანებულ
მინიშნებებს, ისე ჰიპერბოლიზებულ ენობრივ ფორმებსაც. გამოსვლების ეს ნაწილი
ძირითადად ემოციური ურთიერთკავშირის მიღწევისკენ იყო მიმართული.
მეხუთე, თანდათანობით
ხდებოდა ლიდერის ფორმირება. ხელისუფლების ცვლილების დასაწყისში შეუძლებელი იყო
იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თითოეული კანდიდატის
მომავალი სახე თანდათანობით იქმნებოდა. ყველაზე ხშირად ახალ სახეზე მხარდამჭერთა
მცირე ჯგუფი საუბრობდა. ამ გუნდის დახმარებით და მასთან კავშირში, მიზანმიმართულად
იქმნებოდა გარემოცვისაგან და ოპონენტებისაგან განსხვავებული, განსაკუთრებული
პიროვნების სახე, რომელიც ცალკეულ მოვლენებთან და პიროვნებებთან იყო
დაკავშირებული, ატარებდა ისეთ ფასეულობებს, რომლებიც აქტუალური იყო იმ მომენტში და
შეეძლო ამომრჩეველთან ემოციური კავშირის მიღწევა. ამ პროცესში კანდიდატს
მიეწერებოდა არა მარტო რეალური თვისებები ან ღირებულებები, არამედ მათი ნაწილი
იქმნებოდა ისტორიაზე, მეხსიერებაზე, კულტურაზე, ან ქვეყანაზე საუბრების მეშვეობით.
კვლევის დროს იყო რაიმე ისეთი აღმოჩენა, რაც თქვენთვის იყო მოულოდნელი ან გასაკვირი?
როგორც ვიცით, თქვენ აპირებთ
წიგნის გამოცემას, რაზე ამახვილებთ ყურადღებას წიგნში, რა ასპექტებზე და რატომ?
ნაშრომის მეორე ნაწილში განხილულია, თუ
როგორ წარმოიდგენდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები ამომრჩევლებს და რა ტერმინებით
მოიხსენიებდნენ მათ. სხვადასხვა პერიოდში ამომრჩეველი აღქმული იყო ეთნიკურად
ქართველად, ქართველ ერად, ქართულ საზოგადოებად, სამოქალაქო საზოგადოებად,
სამოქალაქო ერთობად. ამ მიდგომების და ტერმინების დინამიკის ანალიზი გვეხმარება
თვალი ვადევნოთ ძირითადი მარკერების ცვლილებას საქართველოში.
მესამე ნაწილში დეტალურადაა განხილული
საქართველოს სამი პრეზიდენტის (ზ. გამსახურდია, ე. შევარდნაძე, მ. სააკაშვილი)
წინასაარჩევნო კამპანიები და საინაუგურაციო გამოსვლებში დროის, სივრცის,
სიმბოლოების და მეხსიერების ადგილებთან დაკავშირებული თემების დინამიკა
საქართველოში. საპროგრამო გამოსვლები და საინაუგურაციო სიტყვები გაანალიზებულია
დაგეგმილი ან რეალიზებული პროექტების კონტექსტში.
მეხუთე ნაწილში წარმოდგენილია ავტორთა
ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევა აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფორმირების
და იმ ძირითადი აქცენტების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენდნენ აზერბაიჯანის
საზოგადობაზე სხვადასხვა პერიოდში.
მეექვსე ნაწილში განხილულია სომხეთში
საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფორმირების სპეციფიკა და ის ძირითადი აქცენტები, რომელიც
ახასიათებდა საპრეზიდენტო კამპანიებს სომხეთში.
ნაშრომის ბოლო ნაწილში წარმოდგენილია
საპრეზიდენტო გამოსვლებში გამოყენებული რიტორიკული და ლინგვისტური ხერხების
ანალიზი. კერძოდ, ის ძირითადი ტენდენციები, რომელიც ახასიათებდა თითოეულ
საპრეზიდენტო კანდიდატს, რისი მეშვეობითაც ისინი ხაზს უსვამდნენ საკუთარი
შეხედულებების ჭეშმარიტებას, საკუთარი კანდიდატურის გამორჩეულობას და ოპონენტების
უარყოფით თვისებებს.
რა ენაზე გამოიცემა მონოგრაფია და ვისთვის იქნება განკუთვნილი?
მასალების მოპოვების მიზნით,
განხორციელდა სამუშაო ვიზიტები სომხეთში, აზერბაიჯანში. ცალკეული მასალები
მოვიპოვეთ გერმანიიდანაც, სადაც მოღვაწეობენ ჩვენი პროექტის უცხოელი
კონსულტანტები.
და ბოლოს, საპროექტო მიზნებიდან
გამომდინარე, მონაწილეობა მივიღეთ სამ კონფერენციაში - ქუთაისში, თბილისში და
ტარტუში; ასევე, გამოქვეყნდა სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
რა პრობლემები და გამოწვევები შეგხვდათ პროექტზე მუშაობისას?
ვისთვის იქნება ეს კვლევა მნიშვნელოვანი: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ მოქალაქეებისთვის და რატომ?
- ეს კვლევა საინტერესო იქნება მოქალაქეებისათვის. კავკასიის უახლოესი ისტორიის შესახებ, ისევე როგორც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ კვლევები, რომლებიც ერთდროულად სამივე ქვეყნის მკვლევრების მიერ იქნებოდა მომზადებული - ძალიან მციე რაოდენობით მოიპოვება, ან მხოლოდ ერთ ასპექტს ეხება. ამიტომ, ერთგვარად შედარებითი და, მეორე მხრივ, სხვადასხვა თემაზე ორიენტირებულ კვლევა საინტერესო იქნება ამომრჩევლებისათვის. მათ შეეძლებათ, უკეთ დაინახონ, რას წარმოადგენს წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო ტექსტები. ინტერდისციპლინარული კვლევა ორიენტირებულია ძალაუფლების, ნაციონალიზმის, მეხსიერების, დისკურსის და ტრანსფორმაციების თემებზე და საინტერესო იქნება მკვლევრებისათვის. საკითხების ნაწილი შეიძლება საინტერესო იყოს სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების აკადემიური კურსებისათვის. კვლევაში მოყვანილი საკითხები ეხება სხვადასხვა თემის კვლევის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ასპექტებს, ისევე როგორც კონკრეტულ მაგალითებს. მიღებული შედეგები საყურადღებო უნდა იყოს ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისათვის, რადგან იგი ერთგვარად წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის სპეციფიკას ეხება.
Comments
Post a Comment