რადიოფიზიკის ლაბორატორია


      რადიოფიზიკის ლაბორატორია  ემსახურება შემდეგ ფაკულტეტებს: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი;  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი.

რადიოფიზიკის ლაბორატორია ხელს უწყობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას: ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა; რადიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამა; ფიზიკის სადოქტორო პროგრამა; ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა; ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამა; ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა;



რადიოფიზიკის ლაბორატორია უზრუნველყოფს შემდეგი სასწავლო კურსების სწავლის შედეგების მიღწევას: გამოყენებითი რადიოფიზიკა; რადიოტექნიკის თეორიული საფუძველები; რადიოტექნიკური წრედები და სიგნალები; ფიზიკის საფუძვლები (ეკოლოგებისათვის); სამედიცინო ფიზიკა ბიოფიზიკით (ფარმაცია).




ლაბორატორია ერთჯერადად ემსახურება 10-15 სტუდენტს. რადიოფიზიკის ლაბორატორია უზრუნველყოფს სტუდენტთა აღჭურვას შემდეგი უნარებით:  რადიო სიგნალებისა და რადიოელექტრონული მოწყობილობების სიგნალების დამუშავება, სპექტროსკოპიის, სიგნალების გენერირება, გაძლიერება, მოდულაცია-დემოდულაცია. საკვლევი ობიექტის შესახებ  (ატმოსფერო, წყალი, ცოცხალი გარემო, ფლორა და სხვა) ექსპერიმენტული მონაცემების მოძიება, შეგროვება, ანალიზი, სინთეზი და დამუშავება; პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტის უნარი კვლევის რადიოფიზიკური მეთოდებით.

ლაბორატორიაში 2006 წლიდან დღემდე სრულდება სამეცნიერო საგრანტო პროექტები, კერძოდ: რადიოფიზიკის ლაბორატორიის ბაზაზე შესრულდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 3 მსხვილბიუჯეტიანი სამეცნიერო საგრანტო პროექტი. 


Comments