კვლევა:,,აჭარის ზღვისპირეთის კამელიების მრავალფეროვნების შესწავლა, მონაცემთა ბაზის შექმნა და სადედე კოლექციის განახლება“



2019 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსში 42 წარმოდგენილი განაცხადიდან 13-მა მოიპოვა გამარჯვება. ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ავტორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი დალი მახარაძე. მისი ხელმძღავნელობით განხორციელდა კვლევა: ,,აჭარის ზღვისპირეთის კამელიების მრავალფეროვნების შესწავლა, მონაცემთა ბაზის შექმნა და სადედე კოლექციის განახლება



სამეცნიერო პროექტის მიზანიპროექტის მიზანი იყო აჭარის ზღვისპირეთში ინტროდუცირებული, კამელიის გვარის უნიკალური ჯიშებისა და ფორმების ბიოლოგიური თავისებურებების აღწერა, გამრავლება და სადედე კოლექციის შექმნა, პირველად საქართველოში ფერადილუსტრირებული სამეცნიერო-პოპულარული შინაარსის ატლასის გამოცემა, რომელიც ღირებული და საინტერესო იქნება რეგიონის, ქვეყნის, საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესებული პირთათვის, მეცნიერთათვის, შეიქმნება ელექტრონული ბაზა ჯიშებისა და ფორმების მრავალფეროვნების შესახებ.

სამეცნიერო  პროექტის  შედეგი:
შეიქმნა ელექტრონული ბაზა რეგიონში არსებული იაპონური კამელიები ჯიშების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

გრანტის სახსრებით მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო ქართულ-ინგლისურ ენოვანი: ,,იაპონური კამელიის ატლასი“,  ბათუმი, 2019 წელი (88 გვ.)  იაპონური კამელიის ატლასი მოიცავს ვრცელ ინფორმაციას კამელიების იტორიის, წარმოშობის კერების, გავრცელების არეალის, საქართველოში ინტროდუქციის, ასევე, შავი ზღვის სანაპიროსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებული ჯიშების, ჰიბრიდებისა და ფორმების მრავალფეროვნების შესახებ. ატლასში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი იაპონური კამელიის ბოტანიკურ-სისტემატიკურ დახასიათებას, ამასთან, თანამედროვე კლასიფიკაციის პარალელურად  მასში  მოცემულია სხვადასხვა ავტორის მიერ XIX, XX საუკუნეებში შემუშავებული კლასიფიკაციები.

პოპულაციურ დონეზე იაპონური კამელიის მაღალი პოლიმორფულობის (ყვავილის ფორმა, სიდიდე, შეფერილობა, გვირგვინის ფურცლებისა და მტვრიანების რაოდენობა  და განლაგება) გათვალისწინებით, ატლასში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ჯიშების დაყოფას სექციებად და ჯგუფებად.  მთლიანობაში ატლასში  ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილია კამელიის 131 ჯიშისა და 2 ჰიბრიდის ყვავილის ფოტომასალა შესაბამისი აღწერით.

პროექტით განსაზღვრულ ვადაში შეირჩა იაპონური კამელიის ჯიშების და ჰიბრიდიები, დაკალმდა პოლიეთილენის პარკებში, ხოლო შემდგომ პერიოდში, გაგრძელდება პროექტის ფარგლებში დაკალმებული და დაფესვიანებული მცენარეების გამოზრდა და აგროტექნიკური ღონისძიებები. დასაკალმებლად გამოყენებული იქნა ტორფ-კომპოსტი, რომელიც შეიცავს უმდიდრეს კომპლექსს: ნატურალურ ვიტამინებს, ამინომჟავებს, მიკროელემენტებს და ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობს ნიადაგში ჰუმუსის სწრაფ ჩამოყალიბებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აღადგენს ნიადაგის ნაყოფიერებას, არ ტოვებს მავნე ნარჩენებსტორფი ქმნის ნიადაგის სტრუქტურას, აუმჯობესებს აერაციას, ამაღლებს და ინარჩუნებს ტენიანობას, ნიადაგს ამდიდრებს ჰუმუსური მჟავებით. გაიცა რეკომენდაციები მცენარის გამრავლებისა და მოვლის პირობების  შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი, აქამდე უცნობი ასორტიმენტის ფართოდ გავრცელებას და გამოყენებას. გამოზრდილი ნერგი გადატანილი იქნება საკოლექციო ნაკვეთზე, უფრო მრავალფეროვანს  გახდის საკოლექციო ნაკვეთზე კამელიების გენოფონდს და საქართველოში შეიქმნება იაპონური კამელიის საკოლექციო სადედე ნაკვეთი, სადაც თავმოყრილი იქნება კამელიების  ფართო ასორტიმენტი.

გამოსაქვეყნებად გადაგზავნილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეში 1 სამეცნიერო სტატია: ,,ყვავილის შეფერილობის გენეტიკური თავისებურებანი იპონურ კამელია  Margaret Walker -ში.  დავით  ბარათაშვილი,  დალი ქამადაძე.










Comments