კვლევითი პროექტი: „საზღვაო-სატრანსპორტო კლასტერების ფორმირების პერსპექტივები და ტენდენციები რეგიონალურ ეკონომიკაში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე)“
ბსუ-ს მოწვეული მასწავლებლისა თამთა ვარშანიძს კვლევით
პროექტი: „საზღვაო-სატრანსპორტო
კლასტერების ფორმირების პერსპექტივები და ტენდენციები რეგიონალურ ეკონომიკაში
(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე)“ ბსუ-ს მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი
პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. კვლევით პროექტში ჩართულია ბსუ-ს
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ვლადიმერ ღლონტი, მოწვეული პედაგოგი
თამთა ვარშანიძე, დოქტორანტები სალომე ჯაფარიძე და ლაშა მანველიძე.
კვლევის მნიშვნელობა
და აქტუალობა
წინამდებარე კვლევითი პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე რეგიონულ ეკონომიკაში საზღვაო კლასტერების ფორმირების შესაძლებლობების
განხილვისა და მეცნიერული შეფასების ცდაა.
აჭარის რეგიონში საზღვაო კლასტერის შექმნისათვის
არსებობს ისეთი დადებითი მხარეები, როგორიცაა: მძლავრი სასაწყობო მეურნეობა,
ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მძლავრი პორტი და გამართული სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ტურიზმის სხვდასხვა
მიმართულებების განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ქმნის საზღვაო კლასტერების შექმნის
საუკეთესო ბაზას.
აქედან გამომდინარე
კლასტერებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ რეგიონალურ ეკონომიკის განვითარებაზე,
მთავრობის ორგანოების შეხედულებებზე ტერიტორიის ეფექტური მართვის კუთხით,
გამოავლინონ ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები, უზრუნველყონ, როგორც
ცალკეული ტერიტორიის, ისე მთლიანად სახელმწიფოს განვითარება.
აღნიშნულ კვლევას
აქტუალობას მატებს, საქართველოში კლასტერული პოლიტიკის გატარების პროცესის
შესწავლის ანალიზი, კერძოდ, კი საზღვაო კლასტერების ფორმირება, როგორც ეკონომიკური
ზრდის, რეგიონის პოტენციალისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორი. სატრანსპორტო კლასტერების შექმნა განაპირობა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების პრიორიტეტულობამ და ბათუმის ნავსადგურის როლის ზრდა რეგიონის ეკონომიკაში - ბათუმის ნავსადგური საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭეა და
მის სტაბილურ მდგომარეობაზე არსებითად არის დამოკიდებული არა
მარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ბათუმის საზღვაო ნავსადგური ისტორიულად ითვლებოდა კავკასიის რეგიონის ლოჯისტიკურ ცენტრად. კერძოდ, ის
არის საქართველოს ერთ-ერთი ნავსადგური, რომლის საშუალებით საქართველო გახდა ტრანზიტული ქვეყანა.
კვლევის მიზნები
კვლევითი პროექტის
მთავარ მიზნად დავისახეთ რეგიონული ეკონომიკის რეფორმირების მნიშვნელოვანი კანონზომიერების, ტენდენციების და
თავისებურებების გამოვლენა და საქართველოს ზღვისპირა რეგიონების, კერძოდ კი
აჭარის რეგიონის საზღაო-სატრანსპორტო სისტემის პოტენციალის შეფასება და კლასტერული
ფორმირებების შექმნის მიზანშეწონილობის განსაზღვრა. მათ საფუძველზე ორგანიზაციულ ერთობლიობაში თეორიული და
მეთოდოლოგიური დებულებების, მეთოდური და
პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, რომლებმაც უნდა
უზრუნველყოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ეფექტიანი განვითარება.
კვლევის პროცესში
განხორცილედა რეპოდენტების შერჩევა მათი შემდგომი ინტერვიურებისათვის წინასწარ
მომზადებული სადისკუსიო გეგმის მიხედვით, რომლის უმნიშვნელოვანეს მიზანს
წარმოადგენდა გადაწყვეტილიბის მიმღები ორგანოების, ჩართული კომპანიებისა და სფეროს
სპეცილისტების დამოკიდებულების ჩვენება კლასტერული ფორმირებებისადმი და ასევე,
რეგიონის პოტენცილის განსაზღვრა.
კვლევის
შედეგად გამოიკითხა 100 რესპოდენტი, რის შედეგადაც გამოიკვეთა ის წირითდი
პრობლემები რაც წაროადგენს საზღვაო სატრანსპორტო კლასტერის შექმნის ძირითად შემაფერხებელ
ფაქტორს - კლასტერის არსის შესახებ
ნაკლები ინფორმირებულობა, საზღაო-სატრასპორტო სისიტემის უმნიშვნელოვანესი
ელემენტის პორტის გასხვისების საკითხი და ნაკლოვანებები საკანონმდებლო სისტემაში.
კლასტერის
შექმნის შემაფერხებელი ფაქტორები
კვლევის პირველადი შედეგებიდან გამომდინარე
ცხადია რომ მიუხედავდ რეგიონის პოტენცილისა და მზარდი განვითარებისა არის
პრობლემები, კერძოდ გასხვისებული პორტი. ხოლო პორტი და მასთან
დაკავშირებული სატრასნპორტო სისტემების განვითარება, დღევანდელ დღეს წარმოადგენს
პრიორიტეტულ და მნშვნელოვან საკითხს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს
მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია სახელმწიფო დონეზე მოხდეს
პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც მომავალში რეგიონის და სფეროს ეკონომიკური პოტენციალის
ოპტიმალური გამოყენების საშუალებას მოგვცემს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად,
კი აუცილებელია გამოვიყენოთ არამარტო ზღვისპირა რეგიონის საწარმოო-ფინანსური
სექტორის ძალისხმევა, აუცილებლია მოხდეს მეცნიერული და საგანმანთლებლო
ორგანიზაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩართულობა, რაც
მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს რეგიონის საზღავო სფეროს და საზღვაო-სატრანსპორტო
სისტემის განვითარებას.
საზღვაო
სატრანსპორტო კლასტერის ფორმირება კი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებას, კლასტერის წევრებს შორის კოორდინირებულ მუშაობას,
ინფორმაციული ნაკადების ზუსტ და დროულ გადაადგილებას, ლოჯისტიკური პრობლემების
მოგვარებას, ტვირთბრუნვის ზრდას, ინვესტორთა დაინტერესებას და ფულადი ნაკადების
მობილიზაციას, კლასტერში ჩართული ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებას,
მომსახურების სფეროს განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში დოქტორანტ
სალომე ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში გამართულ
საერთაშორისო კონფერენციაში. რომელსაც ასევე ესწრებოდა ალჟირის, ჩინეთის, ომანის,
თურქეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრებისას გამოიკვეთა კონფერენციის მონაწილეთა დაინტერესება
თემისადმი, რაც განპირობებული იყო საკვლევი
საკითხის აქტუალობით და სიახლით.
Comments
Post a Comment