ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი, უვადო მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე


 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება წლებია კოლხეთის დაბლობის მსოფლიოს უნიკალურ პერკოლაციური ტიპის სფაგნუმიან ტორფნარებს იკვლევს. ამ კვლევების შედეგად კოლხეთის ტყეებსა და ჭარბტენიან ეკოსისტემებს UNESCO ახლო მომავალში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსს მიანიჭებს.

ბსუ-ს მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე მოგვითხრობს ტორფნარების კვლევასთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებაზე, ტორფნარების მნიშვნერლობასა და სამომავლო გეგმებზე.


Comments